მენიუ

Wednesday, February 10, 2010

სიყვარულის დღის საჩუქრები

ის, რომ წიგნი საუკეთესო საჩუქარია, არ არის მხოლოდ ცარიელი სარეკლამო ფრაზა. სწორად შეჩეული წიგნი მართლაც საუკეთესო საჩუქარია და ნამდვილად არ არის აუცილებელი, რომ ადამიანი, რომელსაც წიგნს ჩუქნით მხოლოდ და მხოლოდ კითხვასთან ასოცირდებოდეს.
რაც შეეხება სიყვარულის დღეს, საჩუქრის არჩევა ძალიან ინდივიდუალურია, თუმცა ჩვენ შეგვიძლია რამდენიმე რჩევა მოგცეთ, რომლებიც საჩუქრის არჩევაში დაგეხმარებათ.

თუ თქვენს საყვარელ ადამიანს სიყვარულის შესახებ სხვადასხვა გამონათქვამების წაკითხვა და მოსმენა მოსწონს, მაშინ მათთვის იდეალურია ჰელენ ექსლის სასაჩუქრე წიგნები (გამომცემლობა ლოგოს პრესი).






მათთვის, ვისაც პოეზია უყვარს, ძალიან კარგი საჩუქარია ”პოეზიის 365 დღე”(სეზანი), რომელიც გარდა იმისა, რომ ქართველი კლასიკოსი და თანამედროვე პოეტების საუკეთესო ლექსების კრებულია, ასევე ყოველდღიური ჩასანიშნი კალენდარ-ბლოკნოტია და ქართული ხედების ფოტოებით არის დასურათებული.


მათ, ვისაც მოგზაურობა უყვარს, ჩვენი მაღაზია სხვადასხვა ქვეყნების გაიდების დიდ არჩევანს სთავაზობს. შეგიძლიათ ქვეყანა იმის მიხედვით აიჩიოთ, რომელიც ყველაზე მეტად გაინტერესებთ, ან რომელ ქვეყანაში მოგზაურობასაც გეგმავთ თქვენს საყვარელ ადამიანთან ერთად.


თუ თქვენს საყვარელ ადამიანს მხატვრობა აინტერესებს, მაშინ შეგიძლიათ მისი საყვარელი მხატვრის ალბომი შეურჩიოთ.



თუ სიყვარულის დღისთვის საყვარელი ადამიანისთვის რომანტიული ვახშმის მოწყობას აპირებთ, მაშინ აუცილებლად გამოგადგებათ ჩვენი მაღაზიის კულინარიული წიგნების განყოფილება. რა თქმა უნდა, ვახშმის მომზადების შემდეგ შესაძლებელია, რომ ეს წიგნი საყვარელ ადამიანს აჩუქოთ და შემდეგ ჯერზე უკვე მან სცადოს თქვენი გაოცება. სადღესასწაულო რეცეპტები შეგიძლიათ იხილოთ კულინარიული წიგნების სერიის ”ნაბიჯ- ნაბიჯ” წიგნებში (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა).



და თუ ამ რჩევებიდან არცერთმა არ დაგაინტერესათ, მაშინ მაინც მობრძანდით ლიგამუსში, სადაც იმდენი რუბრიკაა, რომ თქვენთვის სასურველ წიგნს აუცილებლად აარჩევთ. შეგიძლიათ საყვარელი ადამიანისთვის უბრალოდ თქვენი საყვარელი წიგნი შეარჩიოთ და მისცეთ მას საშუალება, რომ გაეცნოს იმას, რაც თქვენ გიყვართ. რაც მთავარია, ხელნაკეთი მისალოცი ბარათის შეძენა არ დაგავიწყდეთ, რომელიც ექსკლუზიური და ორიგინალურია!


”ლიგამუსი” ყველას ძალიან ბედნიერ სიყვარულის დღეს გისურვებთ!!!

2 comments:

  1. baratebi martlac unikaluria Facebookzec vnaxe da agvfrtovandi <3
    rchevebic momcons :)

    ReplyDelete
  2. თქვენი წიგნების ჩამონათვალის ნახვა სად შეიძლება?
    რა წიგნები იყიდება თქვენთან, რა ღირს...
    დისტანციურად თუ შემიძლია ვიყიდო?


    გმადლობთ.

    ReplyDelete