მენიუ

Monday, February 1, 2010

ყველას ვისაც წიგნი უყვარს!

გამარჯობა, ეს ”ლიგამუსის” ბლოგია. ”ლიგამუსი” ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზიაა, რომელიც როგორც უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, ასევე სხვა წიგნის მოყვარულებისთვისაც არის განკუთვნილი. მაღაზიის მრავალფეროვანი რუბრიკები ნებისმიერ ადამიანს აძლევს საშუალებას, რომ მისთვის სასურველი წიგნი აარჩიოს. გარდა ამისა, ლიგამუსში არის ლიტერატურული კაფე, სამკითხველო დარბაზი და ბავშვების ოთახი, ანუ ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ თქვენ თავი კომფორტულად იგრძნოთ.
ლიგამუსის ბლოგი იმ ადამიანებისთვის არის, ვისაც წიგნი უყვარს და სურს, რომ ყოველთვის მიიღოს ინფორმაცია ახალი წიგნების შესახებ. ამ ბლოგზე ასევე ნახავთ ინფორმაციას ჩვენს მაღაზიაში დაგეგმილი ლიტერატურული საღამოების, პრეზენტაციების და სხვა ღონისძიებების შესახებ. შესაძლებლობა გექნებათ მოგვწეროთ თქვენი სურვილები ამა თუ იმ წიგნის შემოტანის, კონკრეტული ღონისძიების ჩატარების თაობაზე. გახდით ჩვენი ბლოგის მკითხველი, ჩვენი მაღაზიის ხშირი სტუმარი და გახსოვდეთ, რომ წიგნი საკუთარი თავისთვისაც და თქვენთვის ძვირფასი ადამინებისთვისაც საუკეთესო საჩუქარია!

2 comments:

  1. gamarjobat gilocavt blogis gaxsnas. mudmiv mkitxvelad migulet .

    ReplyDelete
  2. დიდი მადლობა, იმედია არ გაგიცრუებთ იმედებს :)

    ReplyDelete