მენიუ

Wednesday, March 31, 2010

ახალი ინგლისურენოვანი წიგნები!!!



მიუხედავად იმისა, რომ გუშინ დასვენების დღე იყო, ”ლიგამუსში” მაინც ყველა თანამშრომელი დილიდანვე მივედით. ჩვენი წიგნის თაროები უკვე დიდი ხანია ახალი ინგლისურენოვანი წიგნების შესახვედრად ემზადებიან და გუშინ სწორედ ის დღე იყო, როცა ჩვენი ახალი წიგნები რუბრიკების მიხედვით გავანაწილეთ და თავიანთი ადგილები მივუჩინეთ. სიმართლე რომ ითქვას, მაღაზიის თანამშრობლებიდან თითქმის ვერავინ გაუძლო ცდუნებას და ზოგიერთ წიგნს თაროზე დადებამდე გამოუჩნდა პატრონი :), თუმცა ”ლიგამუსში” მაინც ძალიან, ძალიან ბევრი ახალი ინგლისურენოვანი წიგნი გვაქვს!


ახალი წიგნების მთავარი მახასიათებელი მათი მრავალფეროვნებაა - კლასიკა, ფილოსოფია, ისტორია, პოლიტოლოგია, სხვადასხვა ენების შემსწავლელი გაიდები, ეკონომიკა, სტატისტიკა, თანამედროვე ბესტსელერები. ”ლიგამუსში” აუცილებლად უნდა შემოიაროთ, იმ შემთხვევაში:
  • თუ თქვენ თქვენთვის საინტერესო ფილოსოფოსის, ისტორიკოსის, ან სოციოლოგის ნაშრომს ეძებთ
  • თუ სერიდან "Great Ideas" გსურთ წიგნების შერჩევა, რომლებიც განსაკუთრებით საინტერესო და ხელმისაწვდომია სტუდენტებისთვის
  • თუ საყვარელი კლასიკოსი მწერლის წიგნის ყიდვა გინდათ
  • ფრანგულის, ესპანურის, გერმანულის, ინგლისურის, დანიურის, ან სულაც პოლონურის შესწავლა გადაწყვიტეთ
  • თუ გინდათ, რომ ეკონომიკაში, სტატისტიკაში, მენეჯმენტში და მარკეტინგში უკეთ გაერკვეთ
  • თუ გინდათ, რომ არა მხოლოდ კლასიკას, არამედ უახლეს ბესტსელერებსაც გაეცნოთ

მოკლედ,დღეიდან ლიგამუსი ელოდება ყველა იმ ადამიანს, რომელსაც წიგნი უყვარს! გაითვალისწინეთ, რომ წიგნების რაოდენობა შეზღუდულია!