Monday, March 21, 2011
”კავკასიონის” ხელახალი გამოცემა
”კავკასიონი” I ნაწილი = I,II ნომრები
”კავკასიონი” II ნაწილი = III,IV ნომრები
1924 წლის ნომრების ხელახალი გამოცემა
იდეის ავტორები: ზურაბ კიკნაძე და ზაზა კვერცხიშვილი.
კომპლექტის ფასი: 37.45
”სიესტასა” და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით მომზადდა ჟურნალ ”კავკასიონის” რეპრინტი.
”დღევანდელი გადმოსახედიდან, ჟურნალი "კავკასიონი", როგორც მთლიანობა, რომელიც მის მესვეურთა და, უწინარეს ყოვლისა, მისი რედაქტორის პავლე ინგოროყვას ინტერესებითა და შრომისმოყვარეობით არის შედუღაბებული, წარმოგვიდგება ჩვენი კულტურის ერთი ეტაპის დამაგვირგვინებელ მოვლენად და, ამავდროულად, ახალი ეტაპის დასაწყისად. ჟურნალის უჩვეულოდ ფართე, ყოვლისმომცველი დიაპაზონი იმ დროისათვის სრულიად ახალი იყო და არც შემდგომ განმეორებულა – "კავკასიონმა", როგორც საზოგადოებრივმა წამოწყებამ, საბჭოთა იდეოლოგიის პირობებში ვერ იხარა. მას შემდეგ აღმოცენებული მხატვრული თუ სამეცნიერო ჟურნალები ოდნავადაც ვერ მიუახლოვდა ამ რეპრესირებულ ეტალონს.
"კავკასიონმა", რომლის ნომრები ათწლეულების განმავლობაში თითქმის არალეგალურად ინახებოდა ქართველი ინტელიგენციის ოჯახებში, ფასდაუდებელი მნიშვნელობა შეიძინა საბჭოთა რეჟიმის პირობებში. მისი ფურცლებიდან ქროდა თავისუფალი სული, სიყალბისა და უიმედობის მძლავრობისას იგი ნამდვილი ფასეულობებით პასუხობდა ახალგაზრდობის სულიერ მოთხოვნებსა და მოლოდინებს.
"კავკასიონის" ხელახალი გამოქვეყნება, ერთი მხრივ, თუ მადლიერების გამოხატულებაა მისი შემქნელებისადმი, და უფრო ფართოდ იმ ეპოქისადმი, რომელსაც, გარკვეული აზრით, "კავკასიონის" წლებად მოვიხსენიებდით, მეორე მხრივ, ეს არის კლასიკური მემკვიდრეობის რეაქტუალიზაციის ერთ-ერთი შესაძლო ვარიანტი.”
”კავკასიონი”, რომელიც XX საუკუნის 20-იან წლებში დაარსდა, საბჭოთა რეჟიმის ქვეშ მყოფი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენდა, თუმცა მისი მნიშვნელობა დღეს კიდევ უფრო თვალსაჩინოა. ჟურნალში თავმოყრილი მასალები იმდროინდელი საქართველოს მდგომარეობას ასახავს და მთელი რიგი საკითხების ანალიზში გვეხმარება.
ჟურნალი შემდეგი დარგებისგან და გამყოფილებებისგან შედგება:
1. ქართული მხატვრული მწერლობა და ქართული ლიტერატურული საკითხების განხილვა
2. უცხოეთის ლიტერატურის პრობლემების განხილვა, უცხოეთის ლიტერატურის მიმიხილვა, თარგმანები
3. ხელოვნება
4. მეცნიერება და ფილოსოფია
5. ქართული კულტურის მიმოხილვა
6. მემუარები და დოკუმენტები
7. კრიტიკა, ბიბლიოგრაფია და ინფორმაცია
საინტერესოა ჟურნალის რედაქტორის - პავლე ინგოროყვას 1924 წლის პოზიცია:
”ქართველი საზოგადოება, და პირველ რიგში თვით მწერლები, კარგა ხანია გრძნობდნენ იმ შეუვსებელ ნაკლს, რომ ქართულს ენაზე არ არსებობს ისეთი პერიოდული ორგანო, რომელიც იყვეს მთლიანი გამომსახველი ქართული შემოქმედებისა და აზროვნების... ჟურნალი პირველ რიგში დაუთმობს თავის ფურცლებს ქართულ მხატვრულ მწერლობას, და ქართული ლიტერატურული საკითხების განხილვას. აქ საჭიროდ მიგვაჩნია ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ჟურნალი სდგას ყოველგვარ ვიწრო ლიტერატურულ-ჯგუფური ინტერესების გარეშე...ერთად-ერთი საზომი, რომლითაც იხელმძღვანელებს ამ შემთხვევაში კავკასიონი, ეს არის იდეები იმ მარადი ხელოვნებისა, რომელიც მაღლა სდგას წარმავალ ლიტერატურულ მოდაზე, ყოველგვარ ”მემარჯვენეობასა” და ”მემარცხენეობაზე”...ქართული მწერლობის გვერდით, კავკასიონი საპატიო ადგილს დაუთმობს უცხოეთის ლიტერატურის პრობლემების განხილვას. ქართულმა მწერლობამ უკვე დააღწია თავი ვიწრო პროვინციალობას და კავკასიონი შეეცდება შეუწყოს ხელი ქართული მწერლობის ევროპეიზაციას...ნაცვლად გავრცელებული შემთხვევითი თარმანებისა მეორე და მესამე ხელიდან კავკასიონი შეეცდება მოათავსოს თარგმანები რომლებიც საბოლოოდ დარჩებიან ქართულ მწერლობას... ”
Monday, March 14, 2011
ტიპი მეზობელი საფლავიდან
კატარინა მასეტი თანამედროვე შვედი მწერალი ქალია. კატერინა 1944 წელს დაიბადა სტოკჰოლმში. გაიზარდა შვედეთის სამხრეთ საპორტო ქალაქ კარლსკრუნეში. მუშაობდა ჟურნალისტად, მასწავლებლად, რადიოპროდიუსერად და რეპორტიორად. 20 წლის განმავლობაში მეუღლესთან და 4 შვილთან ერთად ცხოვრობდა შვედეთის ჩრდილოეთით პატარა ფერმაში.
კატარინა მასეტის პირველი რომანი ”ტიპი მეზობელი საფლავიდან” (Benny & Shrimp) ბესტსელერად იქცა და მხოლოდ შვედურ ენაზე 450000 ეგზემპლარი გაიყიდა.
”ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ” კატარინა მასეტის წიგნი ახალი გარეკანით გამოსცა, რომელიც თვალშისაცემი და ლამაზია. საინტერესოდ ჟღერს ანოტაციაც, რომელსაც უკანა გვერდზე ვკითხულობთ.
”ტიპი მეზობელი საფლავიდან”
ავტორი: კატარინა მასეტი
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
მთარგმნელი: დავით გაბუნია
ყდა: რბილი
ფასი: 6.65
”ინტელექტუალი ქვრივი და ვულგარული ფერმერი პირველად სასაფლაოზე ხვდებიან ერთმანეთს. ქალი ქმარს გლოვობს, მამაკაცი კი მშობლებს ჭირისუფლობს. ისინი სხვადასხვა სოციალურ წრეს ეკუთვნიან, ერთმანეთისგან ინტელექტი და მისწრაფებები აშორებთ, ხოლო აერთიანებთ მთავარი - ვნება. მათი ურთიერთობა თანდათან დრამატულ ხასიათს იღებს. რა არის გადამწყვეტი ქალისა და მამაკაცის ურთიეთობაში და რამდენად მყარია ვნებაზე დაფუძნებული სიყვარული?
თანამედროვე შვედი მწერალი ქალის, კატარინა მასეტის, რომანი "ტიპი მეზობელი საფლავიდან" ადამიანთა ურთიერთობებზე გვიამბობს.”
დეზირე ქლაქში ცხოვრობს, ბიბლიოთეკაში მუშაობს, შოპენჰაუერს კითხულობს და ოპერაში დადის. ბენი ქალაქთან ახლოს მდებარე სოფელში ცხოვრობს და მშობლების მიერ დატოვებულ ფერმას უვლის. დეზირეს წიგნებით გამოტენილი ბინისგან განსხვავებით, მის სახლში მხოლოდ ფერმერთა კავშირის ჟურნალებს, ან საშუალო სკოლიდან შემორჩენილ სახელმძღვანელოებს თუ გადააწყდება ადამიანი. რაციონალურად მათი ურთიერთობა სრულიად უპერსპექტივოა. ბენის კარგად ესმის, რომ სჭირდება ქალი, რომელიც სახლს მიუხედავს, საჭმელს გაუკეთებს და ძროხების მოვლაშიც დაეხმარება. დეზირესთვისაც ცხადია, რომ ვერასდროს შეძლებს სამსახურზე უარის თქმას, გუფთების კეთებას და ბენის ოთახში დაკიდებული სამეჯლისო კაბის მსგავსი ფარდების მოწონებას. ერთ მხარეს ცხოვრების სტილი, გემოვნება და შეხედულებებია, მეორე მხარეს კი ის მიზიდულობა, რომელიც ბენს და დეზირეს ერთმანეთის მიმართ აქვთ. წიგნიც სწორედ იმის შესახებაა, თუ რამდენის დათმობა შეიძლება ამ მიზიდულობის გამო და საერთოდ აქვს თუ არა აზრი რაიმეს დათმობას.
წიგნი პირველ პირშია დაწერილი და ერთმანეთს ენაცვლება დეზირეს და ბენის შთაბეჭდილებები. ეს მკითხველს საშუალებას აძლევს, რომ ამბავს ერთი მხრიდან კი არ შეხედოს, არამედ ორივე პერსპექტივიდან დაინახოს და საკუთარი შეფასებებიც იქონიოს. მიუხედავად იმისა, რომ ფინალი არც თუ ისე შთამბეჭდავია, მთლიანობაში სასიამოვნოდ წასაკითხი რომანია. მათ ვისაც უფრო მეტი სურთ გაიგონ იმაზე, თუ რატომ დაწერა ავტორმა ეს წიგნი, შეუძლიათ ეს ლინკი ნახონ http://www.katarinamazetti.com/inenglish002.html
თუ წიგნის შეძენის სურვილი გაგიჩნდათ, ”ლიგამუსში” შემოიარეთ!!!

Subscribe to:
Posts (Atom)