მენიუ

Tuesday, June 26, 2012

Very Short Introductions

სად არის ბზარი თქვენს ცოდნაში? "Very Short Introductions" არის Oxford University Press -ის წიგნების სერია, რომელიც 1995 წლიდან გამოიცემა და სხვადასხვა თემების შესახებ შექმნილი შესავლებისგან შედგება. სერია ძალიან მრავალფეროვანია, ამიტომ ნებისმიერი ინტერესის მქონე ადამიანმა შეიძლება აღმოაჩინოს მისთვის საინტერესო წიგნი. "Very Short Introductions" - სერიის წიგნები სხვადასხვა სფეროში მოღვაწე მეცნიერების მიერ არის დაწერილი. ეს წიგნები აერთიანებენ არგუმენტირებულ ანალიზს და ახალ იდეებს, მცირე ფორმატი და ავტორების წერის სტილი კი რთულ თემებსაც ადვილად წაკითხვადს ხდის. ყოველი შესავალი გვთავაზობს იმ საკითხის მიმოხილვას, რომლის შესახებაც არის დაწერილი, მისი განვითარების ისტორიას და ინფორმაციას, თუ რა გავლენა იქონია ამ საკითხმა საზოგადოებაზე. აღსანიშნავია, რომ თითქმის ყოველ შესავალს თან ახლავს რჩევები, თუ მომავალში რა წიგნები უნდა წაიკითხოთ თქვენთვის საინტერსო საკითხის უფრო კომპლექსურად შესასწავლად. ”ამ წიგნებმა შეიძლება შეცვალონ თქვენი წარმოდგენა საგნებზე, რომლებიც გაინტერესებთ და ამავდროულად ბრწყინვალე შესავალს წარმოადგენენ იმ საკითხებში გასარკვევად, რომელთა შესახებ მანამდე არაფერი გსმენიათ. სწორედ ამიტომ, ეს სერია წარმოუდგენლად პოპულარულია როგორც ჩვეულებრივ მკითხველებში, ასევე აკადემიურ სფეროში მოღვაწე სტუდენტებსა და მათ ლექტორებში.” მობრძანდით ”ლიგამუსში” და შეიძინეთ თქვენთვის საინტერესო თემის შესავალი. წინ ზაფხულია, "Very Short Introductions"-სერიის წიგნი კი მოგზაურობის და არდადეგების დროს თქვენი საუკეთესო მეგზური გახდება!