სად არის ბზარი თქვენს ცოდნაში?"Very Short Introductions" არის Oxford University Press -ის წიგნების სერია, რომელიც 1995 წლიდან გამოიცემა და სხვადასხვა თემების შესახებ შექმნილი შესავლებისგან შედგება. სერია ძალიან მრავალფეროვანია, ამიტომ ნებისმიერი ინტერესის მქონე ადამიანმა შეიძლება აღმოაჩინოს მისთვის საინტერესო წიგნი. "Very Short Introductions" - სერიის წიგნები სხვადასხვა სფეროში მოღვაწე მეცნიერების მიერ არის დაწერილი. ეს წიგნები აერთიანებენ არგუმენტირებულ ანალიზს და ახალ იდეებს, მცირე ფორმატი და ავტორების წერის სტილი კი რთულ თემებსაც ადვილად წაკითხვადს ხდის.
ყოველი შესავალი გვთავაზობს იმ საკითხის მიმოხილვას, რომლის შესახებაც არის დაწერილი, მისი განვითარების ისტორიას და ინფორმაციას, თუ რა გავლენა იქონია ამ საკითხმა საზოგადოებაზე. აღსანიშნავია, რომ თითქმის ყოველ შესავალს თან ახლავს რჩევები, თუ მომავალში რა წიგნები უნდა წაიკითხოთ თქვენთვის საინტერსო საკითხის უფრო კომპლექსურად შესასწავლად.
”ამ წიგნებმა შეიძლება შეცვალონ თქვენი წარმოდგენა საგნებზე, რომლებიც გაინტერესებთ და ამავდროულად ბრწყინვალე შესავალს წარმოადგენენ იმ საკითხებში გასარკვევად, რომელთა შესახებ მანამდე არაფერი გსმენიათ. სწორედ ამიტომ, ეს სერია წარმოუდგენლად პოპულარულია როგორც ჩვეულებრივ მკითხველებში, ასევე აკადემიურ სფეროში მოღვაწე სტუდენტებსა და მათ ლექტორებში.”
მობრძანდით ”ლიგამუსში” და შეიძინეთ თქვენთვის საინტერესო თემის შესავალი. წინ ზაფხულია, "Very Short Introductions"-სერიის წიგნი კი მოგზაურობის და არდადეგების დროს თქვენი საუკეთესო მეგზური გახდება!
”საღამოობით საკითხავი ლამაზ-ლამაზი ამბები” გამომცემლობა: პალიტრა L ყდა: მაგარი გვერდების რაოდენობა: 372 ფასი: 23.00
”საღამოობით საკითხავი ლამაზ-ლამაზი ამბები” სქელყდიანი, დიდი და ფერადი წიგნია, რომელიც პალიტრა L-მა გამოსცა ლამაზი და ფერადი ამბების მოყვარული ბავშვებისთვის. წიგნის გადაშლასთან ერთად ბავშვს საშუალება ეძლევა, რომ რუბრიკების მიხედვით აირჩიოს ისეთი ამბები, როგორ ხასიათზეც არის. მაგალითად, თუ ოცნების ხასიათზეა, მაშინ საოცნებო ამბებიდან ამოირჩევს რომელიმეს, თუ ფერად ნამცხვრებზე და ტკბილეულზე უნდა ამბების მოსმენა, მაშინ გემრიელი ამბები უნდა მოისმინოს, ხოლო თუ უკვე ძილის დროა მოახლოებული, ამ შემთხვევაში საუკეთესო არჩევანი ძილისმომგვრელი ამბების მოსმენაა! წიგნის ჩამონათვალიდან იმასაც წინასწარ ვიგებთ, თუ რომელ ამბავში ვის შევხვდებით: ჯადოქრებს, მაგებს, მოჩვენებებს, სირინოზებს, გიგანტებს, ფერიებს, ჭინკებს, პრინცესებს და რაინდებს, სუპერგმირებს, გამომომგონებლებს, თუ კიდევ სხვა მრავალ პერსონაჟს. წიგნში შესულია 137 ორ-სამ გვერდიანი ზღაპარი, რომლებიც საინტერსესო შინაარსის და გემოვნებიანი ილუსტრაციების წყალობით პატარებზე ძალიან დიდ შთაბეჭდილებას ახდენენ!
”კავკასიონი” I ნაწილი = I,II ნომრები ”კავკასიონი” II ნაწილი = III,IV ნომრები 1924 წლის ნომრების ხელახალი გამოცემა იდეის ავტორები: ზურაბ კიკნაძე და ზაზა კვერცხიშვილი. კომპლექტის ფასი: 37.45
”სიესტასა” და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით მომზადდა ჟურნალ ”კავკასიონის” რეპრინტი. ”დღევანდელი გადმოსახედიდან, ჟურნალი "კავკასიონი", როგორც მთლიანობა, რომელიც მის მესვეურთა და, უწინარეს ყოვლისა, მისი რედაქტორის პავლე ინგოროყვას ინტერესებითა და შრომისმოყვარეობით არის შედუღაბებული, წარმოგვიდგება ჩვენი კულტურის ერთი ეტაპის დამაგვირგვინებელ მოვლენად და, ამავდროულად, ახალი ეტაპის დასაწყისად. ჟურნალის უჩვეულოდ ფართე, ყოვლისმომცველი დიაპაზონი იმ დროისათვის სრულიად ახალი იყო და არც შემდგომ განმეორებულა – "კავკასიონმა", როგორც საზოგადოებრივმა წამოწყებამ, საბჭოთა იდეოლოგიის პირობებში ვერ იხარა. მას შემდეგ აღმოცენებული მხატვრული თუ სამეცნიერო ჟურნალები ოდნავადაც ვერ მიუახლოვდა ამ რეპრესირებულ ეტალონს.
"კავკასიონმა", რომლის ნომრები ათწლეულების განმავლობაში თითქმის არალეგალურად ინახებოდა ქართველი ინტელიგენციის ოჯახებში, ფასდაუდებელი მნიშვნელობა შეიძინა საბჭოთა რეჟიმის პირობებში. მისი ფურცლებიდან ქროდა თავისუფალი სული, სიყალბისა და უიმედობის მძლავრობისას იგი ნამდვილი ფასეულობებით პასუხობდა ახალგაზრდობის სულიერ მოთხოვნებსა და მოლოდინებს. "კავკასიონის" ხელახალი გამოქვეყნება, ერთი მხრივ, თუ მადლიერების გამოხატულებაა მისი შემქნელებისადმი, და უფრო ფართოდ იმ ეპოქისადმი, რომელსაც, გარკვეული აზრით, "კავკასიონის" წლებად მოვიხსენიებდით, მეორე მხრივ, ეს არის კლასიკური მემკვიდრეობის რეაქტუალიზაციის ერთ-ერთი შესაძლო ვარიანტი.”
”კავკასიონი”, რომელიც XX საუკუნის 20-იან წლებში დაარსდა, საბჭოთა რეჟიმის ქვეშ მყოფი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენდა, თუმცა მისი მნიშვნელობა დღეს კიდევ უფრო თვალსაჩინოა. ჟურნალში თავმოყრილი მასალები იმდროინდელი საქართველოს მდგომარეობას ასახავს და მთელი რიგი საკითხების ანალიზში გვეხმარება.
ჟურნალი შემდეგი დარგებისგან და გამყოფილებებისგან შედგება: 1. ქართული მხატვრული მწერლობა და ქართული ლიტერატურული საკითხების განხილვა 2. უცხოეთის ლიტერატურის პრობლემების განხილვა, უცხოეთის ლიტერატურის მიმიხილვა, თარგმანები 3. ხელოვნება 4. მეცნიერება და ფილოსოფია 5. ქართული კულტურის მიმოხილვა 6. მემუარები და დოკუმენტები 7. კრიტიკა, ბიბლიოგრაფია და ინფორმაცია
საინტერესოა ჟურნალის რედაქტორის - პავლე ინგოროყვას 1924 წლის პოზიცია: ”ქართველი საზოგადოება, და პირველ რიგში თვით მწერლები, კარგა ხანია გრძნობდნენ იმ შეუვსებელ ნაკლს, რომ ქართულს ენაზე არ არსებობს ისეთი პერიოდული ორგანო, რომელიც იყვეს მთლიანი გამომსახველი ქართული შემოქმედებისა და აზროვნების... ჟურნალი პირველ რიგში დაუთმობს თავის ფურცლებს ქართულ მხატვრულ მწერლობას, და ქართული ლიტერატურული საკითხების განხილვას. აქ საჭიროდ მიგვაჩნია ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ჟურნალი სდგას ყოველგვარ ვიწრო ლიტერატურულ-ჯგუფური ინტერესების გარეშე...ერთად-ერთი საზომი, რომლითაც იხელმძღვანელებს ამ შემთხვევაში კავკასიონი, ეს არის იდეები იმ მარადი ხელოვნებისა, რომელიც მაღლა სდგას წარმავალ ლიტერატურულ მოდაზე, ყოველგვარ ”მემარჯვენეობასა” და ”მემარცხენეობაზე”...ქართული მწერლობის გვერდით, კავკასიონი საპატიო ადგილს დაუთმობს უცხოეთის ლიტერატურის პრობლემების განხილვას. ქართულმა მწერლობამ უკვე დააღწია თავი ვიწრო პროვინციალობას და კავკასიონი შეეცდება შეუწყოს ხელი ქართული მწერლობის ევროპეიზაციას...ნაცვლად გავრცელებული შემთხვევითი თარმანებისა მეორე და მესამე ხელიდან კავკასიონი შეეცდება მოათავსოს თარგმანები რომლებიც საბოლოოდ დარჩებიან ქართულ მწერლობას... ”
კატარინა მასეტი თანამედროვე შვედი მწერალი ქალია. კატერინა 1944 წელს დაიბადა სტოკჰოლმში. გაიზარდა შვედეთის სამხრეთ საპორტო ქალაქ კარლსკრუნეში. მუშაობდა ჟურნალისტად, მასწავლებლად, რადიოპროდიუსერად და რეპორტიორად. 20 წლის განმავლობაში მეუღლესთან და 4 შვილთან ერთად ცხოვრობდა შვედეთის ჩრდილოეთით პატარა ფერმაში.
კატარინა მასეტის პირველი რომანი ”ტიპი მეზობელი საფლავიდან” (Benny & Shrimp) ბესტსელერად იქცა და მხოლოდ შვედურ ენაზე 450000 ეგზემპლარი გაიყიდა.
”ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ” კატარინა მასეტის წიგნი ახალი გარეკანით გამოსცა, რომელიც თვალშისაცემი და ლამაზია. საინტერესოდ ჟღერს ანოტაციაც, რომელსაც უკანა გვერდზე ვკითხულობთ. ”ტიპი მეზობელი საფლავიდან” ავტორი: კატარინა მასეტი ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა მთარგმნელი: დავით გაბუნია ყდა: რბილი ფასი: 6.65
”ინტელექტუალი ქვრივი და ვულგარული ფერმერი პირველად სასაფლაოზე ხვდებიან ერთმანეთს. ქალი ქმარს გლოვობს, მამაკაცი კი მშობლებს ჭირისუფლობს. ისინი სხვადასხვა სოციალურ წრეს ეკუთვნიან, ერთმანეთისგან ინტელექტი და მისწრაფებები აშორებთ, ხოლო აერთიანებთ მთავარი - ვნება. მათი ურთიერთობა თანდათან დრამატულ ხასიათს იღებს. რა არის გადამწყვეტი ქალისა და მამაკაცის ურთიეთობაში და რამდენად მყარია ვნებაზე დაფუძნებული სიყვარული? თანამედროვე შვედი მწერალი ქალის, კატარინა მასეტის, რომანი "ტიპი მეზობელი საფლავიდან" ადამიანთა ურთიერთობებზე გვიამბობს.”
დეზირე ქლაქში ცხოვრობს, ბიბლიოთეკაში მუშაობს, შოპენჰაუერს კითხულობს და ოპერაში დადის. ბენი ქალაქთან ახლოს მდებარე სოფელში ცხოვრობს და მშობლების მიერ დატოვებულ ფერმას უვლის. დეზირეს წიგნებით გამოტენილი ბინისგან განსხვავებით, მის სახლში მხოლოდ ფერმერთა კავშირის ჟურნალებს, ან საშუალო სკოლიდან შემორჩენილ სახელმძღვანელოებს თუ გადააწყდება ადამიანი. რაციონალურად მათი ურთიერთობა სრულიად უპერსპექტივოა. ბენის კარგად ესმის, რომ სჭირდება ქალი, რომელიც სახლს მიუხედავს, საჭმელს გაუკეთებს და ძროხების მოვლაშიც დაეხმარება. დეზირესთვისაც ცხადია, რომ ვერასდროს შეძლებს სამსახურზე უარის თქმას, გუფთების კეთებას და ბენის ოთახში დაკიდებული სამეჯლისო კაბის მსგავსი ფარდების მოწონებას. ერთ მხარეს ცხოვრების სტილი, გემოვნება და შეხედულებებია, მეორე მხარეს კი ის მიზიდულობა, რომელიც ბენს და დეზირეს ერთმანეთის მიმართ აქვთ. წიგნიც სწორედ იმის შესახებაა, თუ რამდენის დათმობა შეიძლება ამ მიზიდულობის გამო და საერთოდ აქვს თუ არა აზრი რაიმეს დათმობას. წიგნი პირველ პირშია დაწერილი და ერთმანეთს ენაცვლება დეზირეს და ბენის შთაბეჭდილებები. ეს მკითხველს საშუალებას აძლევს, რომ ამბავს ერთი მხრიდან კი არ შეხედოს, არამედ ორივე პერსპექტივიდან დაინახოს და საკუთარი შეფასებებიც იქონიოს. მიუხედავად იმისა, რომ ფინალი არც თუ ისე შთამბეჭდავია, მთლიანობაში სასიამოვნოდ წასაკითხი რომანია. მათ ვისაც უფრო მეტი სურთ გაიგონ იმაზე, თუ რატომ დაწერა ავტორმა ეს წიგნი, შეუძლიათ ეს ლინკი ნახონ http://www.katarinamazetti.com/inenglish002.html თუ წიგნის შეძენის სურვილი გაგიჩნდათ, ”ლიგამუსში” შემოიარეთ!!!
1 თებერვალს ”ლიგამუსში” ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობის ახალი თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა. როჯერ ზელაზნის ”ამბერის ცხრა პრინცი” ამბერის ქრონიკების პირველი წიგნია და ამავდროულად ზელაზნის წიგნების პირველი ქართული თარგმანი.
”როჯერ ჯოზეფ ზელაზნი ფენტეზისა და ფანტასტიკის ჟანრში შექმნილი მრავალრიცხოვანი მოთხრობისა და რომანის ავტორია. სამჯერ დაჯილდოვდა ”ნებიულას” პრემიით (14 ნომინაციიდან) და ექვსჯერ - ”ჰიუგოს” პრემიით (ასევე 14 ნომინაციიდან).
მის ნაწარმოებებში ხშირად აღწერილია ჩვენთვის თითქოს ცნობილი სამყარო, ოღონდ მაგიის ელემენტებითა და ზებუნებრივი არსებებით. ზელაზნის გმირებს შორის ბევრია მითოლოგიური პერსონაჟი ნორვეგიული, იაპონური, ირლანდიური და სხვა ხალხების მითოლოგიიდან, ისევე, როგორც რეალური ისტორიული პიროვნებები. ”ამბერის ცხრა პრინცი” პირველია ”ამბერის ქრონიკების” სერიის ათი რომანიდან. ქართველ მკითხველს აუცილებლად მოეწონება რომანის თავბრუდამხვევ მოვლენებში ჩართვა, მით უმეტეს, რომ ეს მწერლის პირველი წიგნია ქართულ ენაზე.”
თხრობის დასაწყისში კარლ კორი იღვიძებს ერთ-ერთ კერძო პალატაში და აღმოაჩენს, რომ ავტოკატასტროფის შემდეგ მეხსიერება აქვს დაკარგული. მკითხველი და მთავარი პერსონაჟი ერთ პოზიციაში არიან, რადგან არც მკითხველმა იცის კარლ კორის წარმომავლობა და წარსული და არც თვითონ გმირმა. სიმართლის ძიების პროცესში მკითხველიც ისეთივე აზარტით არის ჩართული, როგორც მთავარი გმირი. კარლი სიმართლის ძიებაში დაადგენს, რომ მისი ნამდვილი სახელი კორვინია და ცხრა ძმა და ოთხი და ჰყავს, რომელთა ფიგურებიც საიდუმლოდ გადამალულ ტაროს კარტზეა გამოსახული. ერთი შეხედვით სრულიად რეალური სამყარო თანდათანობით მაგიურ ელემენტებს იძენს, ყველაზე მეტად კი კორვინს სიტყვა -ამბერი აფორიაქებს, რადგან გრძნობს, რომ ამ სიტყვასთან ძლიერი კავშირი აქვს. კორვინი აღმოაჩენს, რომ ის ამბერის ერთ-ერთი უფლისწულია და სწორედ ამბერია ის ადგილი, რომელშიც სამყაროს ყველა ქალაქია გაერთიანებული, სწორედ ის არის ერთადერთი რეალური სამყარო და ყველაფერი დანარჩენი მხოლოდ მისი ანარეკლია. დედამიწა, რომელზეც ნიუ-იურკის პალატა და კორვინის დის სახლია მხოლოდ ამბერის ერთ-ერთი ანარეკლია და სხვა არაფერი. კორვინი გრძნობს, რომ ამბერში ძალაუფლების მოპოვებისთვის უნდა იბრძოლოს. ბრძოლაში უპირატესობის მოპოვებისთვის მიზანთან უფრო ახლოს მისვლაა და მოგზაურობის დაწყებაა საჭირო, რომლის დროსაც თანდათანობით ტოვებ ანარეკლებს და უახლოვდები ამბერს, გზაზე უცნაური არსებები უამრავ დაბრკოლებას გიქმნიან, ცა ვარდისფერი ხდება, ცაზე კი უზარმაზარი ცისფერი მთვარე ბრწყინავს. წიგნი ნამდვილად ერთი ამოსუნთქვით იკითხება და დამთავრებისთანავე გიჩნდება სურვილი, რომ ”ამბერის ქრონიკების” მეორე ნაწილის კითხვა დაიწყო. იმედია, ქრონიკების მეორე ნაწილიც მალე დაიბეჭდება, მანამდე კი ”ამბერის ცხრა პრინცი” -ს შეძენის საშუალება გაქვთ, თანაც წინ შაბათ-კვირაა, კითხვისთვის საუკეთესო დრო!!!
გუშინ, ანუ 9 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართა წიგნების ახალი სერიის პრეზენტაცია, რომელსაც ”ილიას ბიბლიოთეკა” ეწოდება.
”ილიას ბიბლიოთეკის” შექმნის იდეა ეკუთვნის ”კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას”. პროექტი განხორციელდა ”ღია საზოგადოება - საქართველო”-ს და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფინანსური მხარდაჭერით. სერიის პირველი ათი წიგნი გამოიცა ”ღია საზოგადოება - საქართველოს” მიერ გამოცხადებული კონკურსის, ”დემოკრატიული ღირებულებები ქართულ კულტურაში”-ს ფარგლებში. კონკურსის პირობების თანახმად წიგნები შეიცავენ ისეთი სახის ლიტერატურას, რომელიც ქართულ კულტურაში დემოკრატიული ღირებულებების არსებობას ასახავს. ”კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” მიერ შეიქმნა ათი წიგნი, რომლებშიც შესულია მე-19-20 საუკუნის ქართველ საზოგადო მოღვაწეთა სამეცნიერო ნაშრომები, პუბლიცისტური წერილები და მხატვრული ნაწარმოებები. თითოეულ წიგნს შესავლის სახით დართული აქვს თანამედროვე ავტორების -ისტორიკოსების, ფილოსოფოსების, მწერლების- სტატიები, რაც კიდევ უფრო საინტერესოს ხდის ამ წიგნებს.
”ილიას ბიბლიოთეკის” პირველი ათი წიგნია: I ილია ჭავჭავაძე - წერილები; შესავალი გიგი თევზაძისა
II ივანე ჯავახიშვილი - წერილები; შესავალი გიგა ზედანიასი
III სრულიად საქრთველოს კათოლიკოს პატრიარქები 19171927 წწ.ში - წერილები; შესავალი ლევან გიგინეიშვილისა
IV დიმიტრი ყიფიანი - წერილები; შესავალი რატი ამაღლობელისა
V არჩილ ჯორჯაძე - წერილები; შესავალი ლევან ღამბაშიძისა
VI სტატიები ემიგრაციაში გამოცემული გაზეთებიდან; შესავალი დათო ტურაშვილისა
VII ნოე რამიშვილი - საქართველო და რუსეთი; შესავალი ლაშა ბუღაძისა
VIII ნიკო ნიკოლაძე - ”კრებულის” დანიშნულებაზე; შესავალი ზაზა შათირიშვილისა
IX იაკობ გოგებაშვილი - წერილები; შესავალი სიმონ ჯანაშიასი
X ვაჟა ფშაველა - ალუდა ქეთელაური; შესავალი - აკა მორჩილაძისა
”კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” ერთერთი ამოცანაა, რომ ”ილიას ბიბლიოთეკის” წიგნებს დაბალი ფასი ჰქონდეთ და ხელმისაწვდომი იყოს ყველა მსურველისთვის. თითოეული წიგნის ფასია 0.75 თეთრი, ხოლო ათივე ტომისაგან შემდგარი კომპლექტის ფასი კი 7 ლარი!!!
შენიშვნა: ”ლიგამუსის თეატრალური წრის” ღია დღეები დასრულდა, ახლებს ვეღარ მივიღებთ, რადგან სპექტაკლზე ვიწყებთ მუშაობას.
ბევრმა უკვე იცის, რომ ლიგამუსში ერთი ფერადი და მხიარული ოთახია, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ბავშვებისთვის არის განკუთვნილი. ალბათ ზოგიერთ თქვენგანს ზღაპრის დღეების შესახებაც გაუგია, რომელიც შაბათობით 11.00-დან 13.00 საათამდე ამ ოთახში ტარდება. ლიგამუსის ბავშვთა ოთახმა შარშან კიდევ ერთი ფუნქცია შეითავსა - თეატრალური წრეში ჩართულ ბავშვებს მასპინძლობდა.
თავიდან მაღაზიის თანამშრომლები ვცდილობდით, რომ საკუთარი ძალებით დაგვედგა პატარა საბავშვო სპექტაკლები , რომლებზეც ჩვენი ოთახის ერთგულ სტუმრებს და სხვა ბავშვებს ვპატიჟებდით. ”ლიგამუსის თეატრალური წრის” შექმნის იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც ბავშვებმა თვითონაც გამოთქვეს ამ სპექტაკლებში მონაწილეობის სურვილი.
2010 წლის გაზაფხულიდან დაიწყო ჩვენი 4 თვიანი ექსპერიმენტი - ”ლიგამუსის თეატრალური წრე”,რომელიც იმდენად საინტერესო აღმოჩნდა ბავშვებისთვისაც და ჩვენთვისაც, რომ ახალი სასწავლო წლიდანაც განვაახლეთ მასზე მუშაობა. იმისთვის, რომ უფრო სრული წარმოდგენა შეგექმნათ თეატრალური წრის შესახებ, ვფიქრობ საჭიროა იცოდეთ, რომ:
1. წრე სრულიად ღია და უფასოა 6-დან 12 წლამდე ბავშვებისთვის 2. თეატრალური წრე ინკლუზიურია. 3. თეატრალური წრის ძირითადი ხაზი აგებულია თეატრალურ თამაშებზე და პროექტის მიზნებიდან გამომდინარე ნაკლებად არის ორიენტირებული სპექტაკლის შექმნაზე, თუმცა ბავშვების მოტივაციის გასაზრდელად მაინც საჭიროდ ჩავთვალეთ, რომ თამაშების გარდა კონკრეტულ სპექტაკლზეც გვემუშავა. 4.სპექტაკლის სცენარი შევქმენით ჯეიმს მ. ბარის ნაწარმოების - ” პიტერ პენის ” მიხედვით. თეატრალური წრის პრიორიტეტი კვლავაც დარჩება ბავშვების თამაშებში ჩართვა, თუმცა გარდა ამისა, უკვე შექმნილი სცენარის და დაწყებული რეპეტიციების მიხედვით ვგეგმავთ სპექტაკლის ორგანიზებასაც, რომელიც საქველმოქმედო ღონისძიების სახით გვაქვს ჩაფიქრებული. 5. თეატრალური წრის შეხვედრები ტარდება: ორშაბათობით 18.00-დან 20.00-საათამდე (ილიას უნივერსიტეტის თეატრი) შაბათობით 14.00-დან 16.00-საათამდე (წიგნის მაღაზია ”ლიგამუსის” ბავშვთა ოთახი) ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ორშაბათობით რეპეტიციები ილიას უნივერსიტეტის თეატრის სცენაზე გვექნება, რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას ვუხდით თეატრის ხელმძღვანელობას.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ: ტელ: 232766 Facebook: Ligamus/ლიგამუსი
სწავლის დაწყებასთან ერთად გაცილებით იზრდება მოთხოვნა ჩვენი უნივერსიტეტის გამომცემლობის წიგნებზე, განსაკუთრებით კი ოთხტომეულზე ”შესავალი თანამედროვე აზროვნებაში”.
ილას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობამ სიახლე შემოგვთავაზა და გამოსცა განახლებული ”შესავალი თანამედროვე აზროვნებაში” წიგნი I, რომელშიც გარკვეული სიახლეებია შეტანილი.
”შესავალი თანამედროვე აზროვნებაში” წარმოადგენს კრებულს, რომელშიც შეტანილია სხვადასხვა დროს მოღვაწე ცნობილ მოაზროვნეთა ნაშრომები სრულად ან ნაწყვეტების სახით. ეს წიგნები არა მხოლოდ სტუდენტებისთვის არის საინტერესო, არამედ ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც დაინტერესებულია იმ ადამიანების ნაშრომებით, რომლებმაც განსაზღვრეს თანამედროვე აზროვნება.
”...ამ წიგნში მოცემულია ის ძირითადი ტექსტები, რომლებმაც ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორებისა და მკვლევარების აზრით, შექმნეს ის დრო და გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ... მეორე იდეა და პრინციპი, რომელიც ამ წიგნს უდევს საფუძვლად, არის მოგზაურობა. მოგზაურობა, რომლის დროსაც თქვენ შეხვდებით ამბებს, პერსონაჟებს და ძალიან ხშირად აღმოაჩენთ, რომ ის იდეები და განწყობები, რომლებიც ისე ღრმად არის ფესვგადგმული თქვენს გარემოში, რომ ლამის ადამიანის წარმოშობასთან ერთად გაჩენილი გგონიათ, კონკრეტულ მოაზროვნეს ეკუთვნის და თავის დროზე სერიოზულ კამათს და უთანხმოებას იწვევდა.”
გიგი თევზაძე
ახალ კრებულში შესულია:
პლატონი - ”სახელმწიფო” VI,VII თავი (მთარგმნელი - ბაჩანა ბრეგვაძე)
დაიწყო შემოდგომა და თბილისი ისევ ახმაურდა. თბილისის ხალხით გავსებასთან ერთად ჩვენი წიგნის მაღაზიაც გახალისდა ახალი წიგნებით. ამჯერად ახალი საბავშვო გამოცემებიდან სამ წიგნზე შევაჩერებ ყურადღებას. ამ სამი წიგნის გარეკანის სურათებითა და ანოტაციებით თქვენ თვითონ დარწმუნდებით, რომ მართლაც საოცარი წიგნებია და მათი კითხვითა და თვალიერებით არა მხოლოდ ბავშვები, არამედ დიდებიც გაერთობიან!
ილუსტრირებული მსოფლიო კლასიკა ბავშვებისათვის
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა გვერდების რაოდენობა: 384 ყდა: ბალიშა ფასი: 19.20
”მსოფლიო საბავშვო კლასიკის ილუსტრირებული გამოცემა დამწყები მკითხველებისთვის პირველი ნაბიჯია მსოფლიო ლიტერატურის სამყაროში. მაქსიმალურად შემოკლებული და მარტივი, ბავშვებისთვის გასაგები ენით დაწერილი ექვსი ყველაზე ცნობილი საბავშვო ნაწარმოები აუცილებლად მოეწონებათ პატარა მკითხველებს და "აიძულებს" მათ, მსოფლიო შედევრების სრული ვერსიებიც დიდი ინტერესით წაიკითხონ.”
ეს წიგნი მართლაც საუკეთესოა პატარებისთვის, რომლებიც ჯერ ვერ შეძლებენ მსოფლიო კლასიკის ნაწარმოებების სრული ვერსიების წაკითხვას. პატარებს წიგნების კითხვაში ძალიან ეხმარებათ ილუსტრაციების თვალიერება და ეს გამოცემა სწორედ მათზეა მორგებული.
წიგნში მსოფლიო საბავშვო კლასიკის ექვსი ნაწარმოებია შესული და ყოველი გვერდი დასურათებულია. 1. ინგლისური ბალადა - რობინ ჰუდი 2. ჯონათან სვიფტი - გულივერის მოგზაურობა 3. ჯონ მიდ ფოლკნერი - მუნფლიტი 4. ჟიულ ვერნი - ოთხმოცი დღე დედამიწის გარშემო 5. დანიელ დეფო - რობინზონ კრუზო 6. ოსკარ უაილდი - კენტერვილის აჩრდილი ადაპტირებულ და ილუსტრირებულ ნაწარმოებებს წინ უძღვის მათი ავტორების პატარა ბიოგრაფიები.
ალისა საოცრებათა ქვეყანაში ლუის კეროლი
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა გვერდების რაოდენობა: 48 ყდა: მაგარი ფასი: 19.20
”ერთ მშვენიერ დღეს წიგნში თავჩარგულ პატარა ალისას წინ თეთრი კურდღელი გადაურბენს და სწორედ ამის შემდეგ იწყება ნამდვილი თავგადასავალი საოცრებათა ქვეყანაში, სადაც ყველაფერი, რაც შენთვის შეუძლებელია და წარმოუდგენელია, ჩვეულებრივი მოვლენაა.
ამ გამოცემისთვის წიგნი სპეციალურად შემოკლდა და გამარტივდა, რათა უკეთ გაიცნო ალისას საოცრებათა სამყარო და ნაწარმოების სრული ვერსიის წაკითხვა მოგინდეს – ინგლისელი მწერლის, ლუის კეროლის მიერ 100–ზე მეტი წლის წინ დაწერილი "ალისა საოცრებათა ქვეყანაში" ხომ მსოფლიო შედევრად მიიჩნევა და შესულია იმ წიგნთა რიცხვში, რომელიც ყველა განათლებულმა ადამიანმა ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა წაიკითხოს.”
ეს წიგნი გამოირჩევა ლამაზი ილუსტრაციებით, რომლებიც ბავშვებს დაეხმარება ლუის კეროლის მიერ შექმნილი უმშვენიერესი სამყაროს აღქმაში. წიგნის იმითაცაა საინტერესო, რომ ამ გამოცემის ნახატებში ალისა სრულიად განსხვავდება დისნეის ალისასგან, თუმცა არანაკლებ საინტერესო და მომხიბლავი პერსონაჟია.
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა გვერდების რაოდენობა: 176 ყდა: მაგარი ფასი: 23.20
”როდისმე გინახავს ტოლინი? თუმცა, თუ ცისფერი სათვალე არ გაქვს, ტოლინს ვერაფრით დაინახავ. ტოლინები ფერიები არ გეგონოს. მართალია, ამათაც და იმათაც ფრთები აქვთ, მაგრამ ფერიები სუსტები არიან და ტოლინები მათ ხშირად იბრიყვებენ. თუმცა, არც ტოლინებს ადგათ კარგი დღე – ცისფერი სათვალით შეიარაღებული ადამიანები მათ შუშხუნებში ტენიან და აფეთქებენ... რომ არა გონიერი ტოლინი ბენგა, აქამდე ამ ონავართა სახსენებელიც არ იქნებოდა. ეს წიგნი სწორედ ბენგას სამი გმირობის ამბავს მოგვითხრობს.”
ტოლინების სამყარო სრულიად ახალია ქართველი მკითხველებისთვის, რაც განსაკუთრებით საინტერესოს ხდის ამ წიგნს. ტოლინების თავგადასავლების პოტენციური მკითხველების ასაკი რთულად დასადგენია, რადგან ის შეიძლება საინტერესო იყოს როგორც 5, ისე 12 წლის ბავშვისათვის. რაღა დაგიმალოთ და ამ წიგნის წაკითხვა არც მათი მშობლებისთვის იქნება უინტერესო! შეგიძლიათ ინტერნეტშიც მოიძიოთ ტოლინების მკითხველი პატარების მშობლების შეფასებები და ნახოთ, თუ როგორ ელოდებიან მათი პატარები და თავად ისინიც კონ იგულდენისგან ტოლინების ახალ თავგადასავლებს!
თუ დაინტერესდით წიგნებით, მობრძანდით ”ლიგამუსში”. ეს წიგნები ჩვენს კვირის წიგნების კალათაში დაგხვდებათ!!!
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ ასტრიდ ლინდგრენის ბიბლიოთეკის კიდევ ორი ახალი წიგნი გამოსცა, რაც ძალიან დროული გადაწყვეტილებაა საზაფხულო არდადეგებისთვის. კალე ბლუმკვისტის თავგადასავლის განახლებული და შევსებული გამოცემები შესანიშნავი საჩუქარია ბავშვებისთვის, რომლებიც არა მხოლოდ წაიკითხავენ ამ შესანიშნავ წიგნებს, არამედ თავიდან ფეხებამდე გადაეშვებიან კალეს და მისი მეგობრების საინტერესო, ფათერაკებიან და თავგადასავლებიან სამყაროში.
13 წლის კალე ბლუმკვისტი მოწოდებით დეტექტივია, მაგრამ, სამწუხაროდ, არც ბანდიტებით სავსე ჩიკაგოში ცხოვრობს და არც ლონდონის ჯურღმულებში...ის მშობლებთან ერთად შვედეთის ერთი პატარა, ერთფეროვანი და მოსაწყენი ქალაქის მკვიდრია, რომელსაც სულ ორი ქუჩა და ერთი პატარა მოედანი აქვს. კალესა და მის უახლოეს მეგობრებს, ანდრესსა და ევა-ლოტას, ”თეთრი ვარდების” სახელით შტაბი მოუწყვიათ და ”ალისფერ ვარდებთან” თავდაუზოგავი ომით ირთობენ თავს. ეს ნამდვილი ომი არ გეგონოს - საზაფხულო არდადეგებზე ერთი ჩვეულებრივი გასართობია. ნამდვილი თავგადასავალი მაშინ იწყება, როცა ქალაქს ძია ეინარი ეწვევა. დეტექტივ კალე ბლუმკვისტის მახვილი თვალი უმალვე ამჩნევს ძია ეინარის ავ ზრახვებსა და საეჭვო ქცევას, მაგრამ პატარა ბიჭს ვინ დაუჯერებს?! ამიტომაც კალე ფარულ გამოძიებას იწყებს. მიჰყევი ძიების კვალს და ნახავ, როგორ ამხელს საშიშ დამნაშავეს 13 წლის დეტექტივი.
დეტექტივი კალე ბლუმკვისტი რისკზე მიდის ასტრიდ ლინდგრენი ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ყდა:მაგარი გვერდების რაოდენობა:176 ფასი:11.50
14 წლის კალე ბლუმკვისტი მოწოდებით დეტექტივია, მაგრამ, სამწუხაროდ, არც ბანდიტებით სავსე ჩიკაგოში ცხოვრობს და არც ლონდონის ჯურღმულებში...ის მშობლებთან ერთად შვედეთის ერთი პატარა, ერთფეროვანი და მოსაწყენი ქალაქის მკვიდრია, რომელსაც სულ ორი ქუჩა და ერთი პატარა მოედანი აქვს. შესაძლოა გეგონოს, აბა, ასეთ პატარა და მიყრუებულ ადგილას საინტერესო რა უნდა მოხდესო. სხვათა შორის, ამ ქალაქის მცხოვრებლებსაც ასე ეგონათ მანამ...სანამ აქ საზარელი მკვლელობა არ მოხდა. ჰოდა სწორედ აქ იწყება ნამდვილი თავგადასავალი. მკვლელობის საქმე დეტექტივ კალე ბლუკვისტს აჰყავს პირად კონტროლზე, თუმცა გამოძიება გასაიდუმლოებულია და პოლიციის ძიების პარალელურად მიმდინარეობს. მიჰყევი ძიების კვალს და მიადევნე თვალი, როგორ იპოვის ნამდვილ დამნაშავეს 14 წლის დეტექტივი.
თუ დაინტერესდით და გსურთ კალე ბლუმკვისტის თავგადასავალის პირველი და მეორე ნაწილის შეძენა, ეს წიგნები ჩვენს წიგნების კალათაში დაგხვდებათ!!! ასტრიდ ლინდგრენის პერსონაჟების მთავარი თვისება ის არის, რომ მათი თავგადასავლებით ყველა ასაკის ადამიანები ინტერესდებიან!!! ამ წიგნების წაკითხვისას არა მხოლოდ თქვენი შვილები, არამედ თქვენც კარგად გაერთობით!!!
წიგნის ავტორის შესახებ ”ჰაგაკურეს” წინასიტყვაობიდან შემდეგ ინფორმაციას ვიგებთ: ”იამამოტო ცუნეტომო 30 წლის განმავლობაში იყო ჰიზენის პროვინციის საგას სამფლობელოს მმართველის - ნაბეშიმა მიცუშიგეს სამურაი. 1700 წელს, როდესაც ნაბეშიმა მოკვდა, მის მემკვიდრესთან უთანხმოებების გამო, იამომოტომ მიატოვა თავადის კარი და განდეგილად ცხოვრობდა მთებში. ის საკუთარ შეხედულებებს სამურაის გზის შესახებ უყვებოდა მის მიმდევარ ახალგაზრდა სამურაის ცურამოტო ტაშიროს (1710-დან 1716 წლამდე). ბევრი მისი სენტენცია შეიცავს ილუსტრაციებს ნაბეშიმა მიცუშიგეს მამისა და ბაბუის ცხოვრებიდან. ცუნემოტოს გამონათქვამები ტაშირომ შეკრიბა 1716 წელს ”ჰაგაკურეს”სახელწოდებით. ”ჰაგაკურე” ორი საუკუნის განმავლობაში ინახებოდა ნაბეშიმას კლანში და მხოლოდ XX საუკუნის 20-იან წლებში გახდა ხელმისაწვდომი ფართო საზოგადოებისთვის. დაახლოებით 1930 წლისთვის ის იქცა ბუშიდოს (მეომრის გზის) ყველაზე გავრცელებულ აღწერად.”
წიგნის მეშვეობით იაპონური კულტურის შესახებ ძალიან ბევრ საინტერესო რამეს გაიგებთ, მათ შორის ისეთ ინფორმაციასაც, რომელიც სამურაებისა და იაპონური ტრადიციების შესახებ გავრცელებულ წარმოდგენებს ეწინააღმდეგება. როგორც ”ჰაგაკურეს” წინასიტყვაობის ავტორი გიგი თევზაძე წერს:
”ვფიქრობ, ამ წიგნის კითხვით არა მარტო შეხვალთ იაპონურ კულტურაში, არამედ, გაიგებთ იმ გზავნილსაც, რომლის გადაცემაც სურდა ავტორს სამყაროსთვის. სამწუხაროდ, ამ გზავნილის შესახებ, ისევე, როგორც ბევრი სხვა ტექსტური გზავნილის შესახებ, ვერ გეტყვით, რომ ის ყოველთვის სწორად გაგებული და ადეკვატურად აღქმული იყო მათ მიერ, ვისაც ”ჰაგაკურე” საკუთარი, ან სხვისი ცხოვრების სახელმძღვანელოდ მიაჩნდა.”
ზაფხული ბავშვებისთვის თავგადასავლების სეზონია. თავგადასავლების სეზონი კი აუცილებლად სათავდაგასავლო წიგნებთან ერთად უნდა გაატარო! სწორედ ამიტომ, ამ კვირის კალათის წიგნებში მეკობრეებს, მებრძოლებს, დამალული განძეულის რუკებს და სხვა ათასგვარ საინტერესო რამეს წააწყდებით. იმაში, რომ წიგნები მართლაც საინტერესოა, მათი ანოტაციები და გარეკანის სურათებიც დაგარწმუნებთ!
მეკობრეები გამომცემლობა: პალიტრა L ყდა:მაგარი ფასი:24.70
ყველაზე მამაცი და თავზეხელაღებული მეკობრე - კაპიტანი ჯეკი, უამბობს პატარებს, როგორ იპოვონ ჩამარხული განძი, ითამაშონ მეკობრეების თამაშები, იმღერონ ისე, როგორც მეკობრეებს სჩვევიათ და გამართონ მეკობრეების წვეულება.
მეომრები და გმირები გამომცემლობა: პალიტრა L ყდა:მაგარი ფასი:24.70
წიგნის პერსონაჟები: ლილი და სანდრო პატარებს მეგზურობას გაუწევენ ისტორიაში და უამბობენ საინტერესო ამბებს მსოფლიოს უდიდეს მეომრებსა და გმირებზე: იულიუს კეისარზე, რომაულ ჯარზე, ვიკინგ ბერსერკერებსა და ძლევამოსილ ალექსანდრე დიდზე.
პირატოლოგია ქარჩხაძის გამომცემლობა ყდა: მაგარი ფასი: 29.90
"ორიგინალურად ილუსტრირებული, ფათერაკებით სავსე ეს იდუმალი წიგნი, საუკეთესო საკითხავია თავგადასავლების მოყვარულთათვის. თვალი ვადევნოთ უდიდესი მეკობრეთმძებნელის - კაპიტან უილიამ ლაბერის - მოგზაურობას, დავათვალიეროთ მეკობრეთა დროშები, საზღვაოსნო რუკები და სანავიგაციო აღჭურვილობა; გავიგოთ როგორ აგვარებენ უთანხმოებას მეკობრეები და როგორ ლოცულობენ ბრძოლის წინ. საინტერესოა, სადამდე მიიყვანს კაპიტან ლაბერს ყველაზე მოუხელთებელი მეკობრის, ,,ზღვათა რისხვის”, არაბელა დრამონდისა და საგანძურის ძიება? გაჰყევი ხომალდებს შუაგულ ოკეანეში და გაიგე მეტი პირატების შესახებ!"
თუ გსურთ რომ ახალი, გემრიელი და ლამაზი კერძების გაკეთება ისწავლოთ, მაშინ ზუსტად ჩვენი წიგნის კალათის წიგნები დაგჭირდებათ. ზაფხულში დიდი ხნით გაზქურასთან ტრიალი არავის მოსწონს, ეს რეცეპტები კი იმაში დაგეხმარებათ, რომ ყველაფერი სწრაფად და მარტივად გააკეთოთ. ჩვენი კვირის კალათის წიგნები იმდენად მომხიბლავი სურათებით არის სავსე, რომ მათ ყიდვაზე უარის თქმა ძალიან გაგიჭირდებათ. ამაში მათი გარეკანის სურათები და ანოტაციებიც დაგარწმუნებთ!
საუზმე მარტივად ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
ყდა: მაგარი გვერდების რაოდენობა: 128 ფასი: 11.60
”ფიქრობთ, რომ გემრიელი საჭმელების მომზადება მხოლოდ გამოცდილ კულინარს შეუძლია? ეს წიგნი საწინააღმდეგოს დაგიმტკიცებთ. აქ თქვენ აღმოაჩენთ ორიგინალური და გემრიელი კერძების რეცეპტებს, რომელთა მარტივად და სწრაფად მომზადებას ნებისმიერი შეძლებს. თითოეულ რეცეპტს ერთვის შესანიშნავი ფოტო. მოამზადეთ გემრიელი საუზმე, სადილი და ვახშამი ჩვენი წიგნის დახმარებით და დარწმუნდებით, რომ კულინარობა მართლაც ძალიან ადვილია”
ამ სერიით გამოდის: ,,საუზმე მარტივად” ,,სადილი მარტივად” ,,ვახშამი მარტივად”
მხოლოდ 5 ინგრედიენტი გემრიელი კერძები უმოკლეს დროში პალიტრა L
”საკვების მომზადება ერთი მუჭა ინგრედიენტებით დაზოგავს თქვენს დროსა და ფულს, აგრეთვე, ნაცნობი საკვების აქამდე უცნობ გემოს შეგაგრძნობინებთ. სურათები სასურველი კერძისა თუ დესერტის უფრო ადვილად მომზადებაში დაგეხმარებათ.”
დიდი წიგნი ცხობისათვის გემრიელი ნამცხვრები და პირის ჩასატკბარუნებლები ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
ყდა: მაგარი გვერდების რაოდენობა: 240 ფასი: 28.00
”მრავალფეროვანი არჩევანი პატარ-პატარა ნამცხვრები და სადღესასწაულო ტორტები, პურ-ფუნთუშეული და პიცა - ამ წიგნში 250-ზე მეტი რეცეპტია ნებისმიერი გემოვნების ადამიანისათვის. სწრაფი და მარტივი რეცეპტები აქ ნახავთ 100-ზე მეტ ისეთ რეცეპტს, რომლის მოსამზადებლად მაქსიმუმ 10 ინგრედიენტი და სულ 10 წუთი დაგჭირდებათ. სადღესასწაულო ნამცხვრები შობა და ახალი წელი, დაბადების დღე და წვეულება – ეს წიგნი სადღესასწაულო ნამცხვრების დიდ არჩევანს გთავაზობთ. სასარგებლო რჩევები დამატებით მიიღებთ უამრავ სასარგებლო რჩევასა და საინტერესო ინფორმაციას.”
დესერტი და სასმელები ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
ყდა: რბილი გვერდების რაოდენობა: 64 ფასი: 5.80
”კულინარული წიგნების სერია ნაბიჯ-ნაბიჯ დაგეხმარებათ, გაიგოთ საჭმლის გემრიელად კეთების უამრავი საიდუმლო. რეალისტური ფოტოები ნებისმიერი კერძის, სალათისა თუ დესერტის მომზადებას გაგიადვილებთ და ამ პროცესს თქვენთვის საყვარელ საქმიანობად გადააქცევს. დაეუფლეთ კულინარულ ხელოვნებას ნაბიჯ-ნაბიჯ!”
ამ სერიით გამოდის: ,,ოჯახური სადილები” ,,სალათები და საუზმეული” ,,,თევზი და ბოსტნეული” ,,დესერტი და სასმელები” ,,სადღესასწაულო დესერტი” ,,სადღესასწაულო კერძები”